ტელეკომპანია სეზონი

მაისი 21, 2024 23:03 საათი

თბილისი

მაი 21 - სამ
Tbilisi, GE
16°C broken clouds

ბორის ჯონსონი: პუტინის გადაყენება დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიზანი არ არის 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ „დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიზანი არ არის რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თანამდებობიდან გადაყენება. აღნიშნულს CNN ავრცელებს.

„აბსოლუტურად გასაგებია, რომ არ არის დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიზანი პუტინის ხელისუფლებადან ჩამოგდება. ჩვენ უბრალოდ ვაპირებთ დავეხმაროთ, დავიცვათ უკრაინის ხალხი, დავიცვათ ისინი აბსოლუტურად ბარბაროსული და არაგონივრული ძალადობისგან. სწორედ ამას ვაკეთებთ“, – უპასუხა პრემიერმა თემთა პალატაში კომიტეტის შეხვედრის დროს დასმულ კითხხვას.

ჯონსონმა ასევე თქვა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა გამკაცრდეს, სანამ რუსული ძალები უკრაინას არ დატოვებენ.

„ჩემი აზრით, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სანქციების გამკაცრება, სანამ მისი თითოეული ჯარისკაცი უკრაინას არ დატოვებს“, – თქვა ჯონსონმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები