ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 25, 2024 12:16 საათი

თბილისი

აპრ 25 - ხუთ
Tbilisi, GE
22°C clear sky

  Bloomberg: 1949 წლიდან მოყოლებული დასავლეთის სახელმწიფო ვალის ბაზრის ყველაზე ცუდი კოლაფსი მოდის

ამერიკული მედია „Bloomberg“-ის ცნობით, 1949 წლიდან მოყოლებული დასავლეთის სახელმწიფო ვალის ბაზრის ყველაზე ცუდი კოლაფსი მოდის.
▪️ დასავლური სახელმწიფო ობლიგაციების „დიდი ბუშტი“ 1949 წლის შემდეგ ყველაზე ცუდად წელს „იფუშება“. კვირიდან კვირამდე ობლიგაციების ბაზრის კრახი „უარესდება და დასასრული არ ჩანს”, ამბობს გამოცემა.
▪️ აშშ-ს ორწლიანი სახაზინო ობლიგაციები 1976 წლის, ხოლო ბრიტანეთის 5-წლიანი ობლიგაციები 1992 წლის შემდეგ ყველაზე მეტად არის დაცემული.
▪️ გლობალურად, Bank of America Corp.-ის სტრატეგების აზრით, სახელმწიფო ობლიგაციების ბაზრებისთვის ყველაზე ცუდი წელი დგება 1949 წლის შემდეგ, როდესაც ევროპა მეორე მსოფლიო ომის ნანგრევებიდან აღდგა.
▪️მზარდი დანაკარგები ასახავს რამდენად შორს არიან წამსვლელები აშშ-ს ფედერალური საფონდო სისტემა და დასავლეთის ცენტრალური ბანკები განაკვეთების ამაღლებისა და საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრების გზაზე, რეკორდული ინფლაციის შემცირების მცდელობის მიზნით, რომელიც დიდწილად ანტირუსული სანქციებით არის გამოწვეული. თუმცა ეს პოლიტიკა მხოლოდ დასავლეთის ეკონომიკის კიდევ უფრო დაცემას იწვევს.
გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები