ტელეკომპანია სეზონი

სექტემბერი 27, 2023 14:28 საათი

თბილისი

სექ 27 - ოთხ
Tbilisi, GE
24°C few clouds

ბრიტანეთის პრემიერი მოუწოდებს ინდოეთს, გავლენა მოახდინოს რუსეთზე

ბრიტანეთის პრემიერი რიში სუნაკი მოუწოდებს ინდოეთს, გავლენა მოახდინოს რუსეთზე უკრაინის წინააღმდეგ ომის საკითხზე.

ბრიტანეთის მთავრობის მეთაური ნიუ დელიში G20-ის ყოველწლიურ სამიტში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრება. ეს მისი პირველი ვიზიტია ინდოეთში თანამდებობის დაკავების შემდეგ.

სუნაკი და მოდი, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, სავარაუდოდ გამართავენ ორმხრივ მოლაპარაკებებს G20-ის სამიტზე, რათა განიხილონ პროგრესი სავაჭრო შეთანხმებაში, რომლის მიღწევასაც ორი ქვეყანა ცდილობს.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ინდოეთის პრემიერთან რუსეთ-უკრაინის ომზეც ისაუბრებს და უფრო აქტიური დიპლომატიისკენ მოუწოდებს.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები