ტელეკომპანია სეზონი

ივლისი 12, 2025 21:52 საათი

თბილისი

Jul 12 - Sat
Tbilisi, GE
29°C clear sky

ჩეხეთი მოქალაქეებს მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე დატოვონ რუსეთი

ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩეხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე დატოვონ რუსეთი.

„თუ უკვე ქვეყანაში ხართ და გაფრთხილების მიუხედავად გადაწყვეტთ დარჩენას, გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე იქ ყოფნისას, მიჰყევით სანდო მედიას და შეიმუშავეთ გადაუდებელი გასვლის გეგმა“, – განაცხადა სამინისტრომ.

გარდა ამისა, სამინისტროს განცხადებით, რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შედეგად, ჩეხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებმა, რომლებიც ასევე არიან რუსეთის მოქალაქეობის მფლობელები, უნდა გაითვალისწინონ, რომ თუ ისინი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არიან, რუსეთის ხელისუფლების მიერ ისინი აღიქმებიან, პირველ რიგში, როგორც რუსეთის მოქალაქეები. რუსეთის ფედერაცია და ჩეხეთის საელჩო მოსკოვში ვერ უზრუნველყოფენ მათ ადეკვატურ, სრულ საკონსულო დაცვას.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის