„ჩემთვის არ არის საინტერესო ჩვენი ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი ადამიანების აბსურდული პოზიციები“, – ასე გამოეხმაურა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას, რომ ივანიშვილი უნდა დასანქცირდეს.
„ჩემთვის არ არის საინტერესო, ჩვენი ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი ადამიანების არასერიოზული, აბსურდული პოზიციები. შესაბამისად, ყველა ის ადამიანი, ვინც ჩვენი ხალხისა და ქვეყნის საწინააღმდეგო განცხადებებს აქვეყნებს, ვერ იქნებიან ჩვენი მხრიდან განხილული, როგორც ჩვენთვის სასურველი პირები. მათთვის, ჩვენი ქვეყნის ინტერესები არაფერს არ ნიშნავს“, – აცხადებს ანრი ოხანაშვილი.