ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 22:37 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
13°C clear sky

ჩვენ არ გამოვიყენებთ ძალას, არ დავუშვებთ განმეორდეს ის რაც მოხდა 2008 წელს – დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ ხელისუფლება არ დაუშვებს გამეორდეს ის, რაც მოხდა 2008 წელს და “იყოს ჩართული პროვოკაციებში”. მან დანიელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ ქვეყანა არ გამოიყენებს ძალას ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.

“ოკუპაციის პირობებში არანაირ რეფერენდუმს არ ექნება არანაირი იურიდიული ძალა, მით უფრო, რომ ასობით ათასი ჩვენი მოქალაქე არის განდევნილი საკუთარი სახლებიდან და ეთნიკური წმენდის შედეგად, არ ეძლევათ საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლება. აქაც გვაქვს საერთაშორისო თანამეგობრობისა და ჩვენი მეგობრების ძალიან ძლიერი მხარდაჭერა…

ჩვენ ამ ვალდებულების ერთგული ვართ და ვამბობთ, რომ არ გამოვიყენებთ ძალას ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ეს არის ჩვენი იურიდიული ვალდებულება, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა ძალიან მკაფიოდ უჭერს მხარს”, – თქვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ცხინვალში დაგეგმილ რეფერენდუმზე საუბარს მიუღებლად მიიჩნევს საქართველოში სტუმრად მყოფი დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იეპე კოფოდი.

“სტრასბურგის სასამართლომ არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი შეფასება მისცა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას”, – აღნიშნა იეპე კოფოდმა.

გუშინ, 30 მარტს, გახდა ცნობილი, რომ რუსეთის ფედერაციასთან შეერთების საკითხზე ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უახლოეს მომავალში ჩატარდება რეფერენდუმი.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები