ტელეკომპანია სეზონი

ივლისი 5, 2025 03:17 საათი

თბილისი

Jul 5 - Sat
Tbilisi, GE
17°C clear sky

ე.წ. სამხრეთ ოსეთში დააკავეს დაჯგუფება, რომელიც საქართველოში საწვავს ყიდდა

ე.წ. სამხრეთ ოსეთში დააკავეს დაჯგუფება, რომელიც საქართველოში საწვავს ყიდდა. ამის შესახებ ტელეგრამ-არხი t.me/chreba_media იუწყება.

„ამ დაჯგუფების მიერ მელიორაციის დაკონსერვებული სისტემის გამოყენებით გაყვანილი იყო პლასტიკური მილი, რომელიც ცხინვალის სამხრეთ შემოგარენს საქართველოს ტერიტორიასთან აკავშირებდა. ამ გზით კონტრაბანდისტებმა 50 ტ. საწვავის გადაქაჩვა მოახერხეს“, – განაცხადეს ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტში.

დაკავებულია ცხინვალის 4 მკვიდრი. დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი ქმედება „მიმართული იყო სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ, რადგანაც საწვავ-საპოხი მასალების გამოყენება სამხედრო მიზნებშია შესაძლებელი“.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის