ტელეკომპანია სეზონი

მაისი 3, 2024 02:51 საათი

თბილისი

მაი 3 - პარ
Tbilisi, GE
15°C broken clouds

ოქტომბერში ფულადი გზავნილების ყველაზე დიდი მოცულობა რუსეთიდან გადმოირიცხა

2023 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.0 მლნ აშშ დოლარი (761.5 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 43.6%-ით (219.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2022 წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ეროვნული ბანკის ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.8% იმ 26 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა ოქტომბერში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 26 ქვეყანაზე გასული წლის ოქტომბერში მთელი ფულადი გზავნილების 97.0% მოდიოდა.

2023 წლის ოქტომბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 31.5 მლნ აშშ დოლარი (84.8 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2022 წლის ოქტომბრის (31.4 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.2%-ით მეტია.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები