ტელეკომპანია სეზონი

მარტი 29, 2024 15:20 საათი

თბილისი

მარ 29 - პარ
Tbilisi, GE
18°C clear sky

ერდოღანი: სტოკჰოლმში საპროტესტო აქციის შემდეგ, შვედეთი არ უნდა ელოდოს თურქეთის მხარდაჭერას ნატოში გაწევრიანების საკითხში

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ შვედეთი არ უნდა ელოდოს თურქეთის მხარდაჭერას ნატოში გაწევრიანების საკითხში მას შემდეგ, რაც სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა, მათ შორის ყურანის ასლი დაწვეს.

„მათ, ვინც ნებას რთავს ამგვარ მკრეხელობას [სტოკჰოლმში] ჩვენი საელჩოს წინ, ნატოში გაწევრიანების საკითხში ვეღარ ექნებათ ჩვენი მხარდაჭერის მოლოდინი“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

შაბათს სტოკჰოლმში გამართულმა საპროტესტო აქციამ თურქეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგ, რომლის დროსაც ყურანის ასლი დაწვეს, გაამძაფრა დაძაბულობა თურქეთთან, რომლის მხარდაჭერაც შვედეთს სჭირდება სამხედრო ალიანსში გასაწევრიანებლად.

18 ივლისს, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანების პროცესის შეჩერება შეუძლია, თუ სტოკჰოლმი და ჰელსინკი საჭირო ნაბიჯებს არ გადადგამენ.

30 ივნისს, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ შვედეთმა და ფინეთმა თურქეთისთვის მიცემული დაპირებები უნდა შეასრულონ, მათ შორის ოფიციალური სტოკჰოლმის დაპირება 73 „ტერორისტის“ ექსტრადირებაზე.

ერდოღანმა შვედეთსა და ფინეთს განუცხადა, რომ კვლავ შეუძლია დაბლოკოს მათი სწრაფვა ნატოში გაწევრიანებისკენ, თუ ისინი ანკარასთან ახალ შეთანხმებას არ განახორციელებენ.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები