ტელეკომპანია სეზონი

ივლისი 26, 2024 17:44 საათი

თბილისი

ივლ 26 - პარ
Tbilisi, GE
24°C overcast clouds

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდის საკრებულოს წევრებმა დატოვეს

ზუგდიდის საკრებულოს წევრებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს, – ამის შესახებ მათ ბრიფინგზე განაცხადეს.

პარტიიდან საკრებულოს 14 წევრი წავიდა – მათ შორისაა ფრაქციის თავმჯდომარე და აპარატის სამი თანამშრომელი.

ისინი აცხადებენ, რომ ახალ პლატფორმაზე მუშაობის დასრულებისთანავე შეუერთდებიან ნიკა მელიას.

„ეს ქალაქი ყოველთვის გამოირჩეოდა ბრძოლით რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ. ვაგრძელებთ ბრძოლას, რათა მიხეილ სააკაშვილი ციხიდან დავიხსნათ. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას იმისათვის, რომ ყველაზე მთავარს, დემოკრატიულ ღირებულებებს ვუერთგულოთ და ამისთვის ვტოვებთ პარტია ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, – განაცხადეს ზუგდიდის საკრებულოს წევრებმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები