ტელეკომპანია სეზონი

მაისი 3, 2024 01:40 საათი

თბილისი

მაი 3 - პარ
Tbilisi, GE
16°C overcast clouds

ვაშინგტონის მახლობლად პოლიციის სპეცოპერაციის დროს სახლი აფეთქდა

აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონის მახლობლად პოლიციის სპეცოპერაციის დროს სახლი აფეთქდა. ამის შესახებ news18.com იუწყება.

აფეთქება იმ მომენტში მოხდა, როდესაც პოლიციელები შეიარაღებული ბოროტმოქმედის სახლს მიუახლოვდნენ. ეჭვმიტანილმა პოლიციის თანამშრომლებს სროლა დაუწყო, შემდეგ კი აფეთქება მოხდა.

პოლიციელები მსუბუქად დაშავდნენ. რაც შეეხება ეჭვმიტანილს, მისი ბედი უცნობია.

პოლიციამ მიმდებარე სახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოახდინა. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ აფეთქების დროს მიწა ზანზარებდა. ცეცხლის ჩასაქრობად ადგილზე სახანძრო მანქანები მივიდა.

<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/video.php?height=476&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FSezonit%2Fvideos%2F371116178623393%2F&show_text=false&width=430&t=0″ width=”430″ height=”476″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share” allowFullScreen=”true”></iframe>

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები