საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს განცხადებით, არსებული რეალობიდან გამომდინარე ევროპა გაზის დეფიციტის უპრეცედენტო რისკების წინაშე დგას.
პარიზში დაფუძნებულმა ორგანიზაციამ IEA-მ კვარტალურ გაზის ანგარიშში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის 27 ქვეყანას რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე 13%-ით დასჭირდება ბუნებრივი აირის მოხმარების შემცირება. სააგენტოს განცხადებით, ამ შემცირების დიდი ნაწილი მომხმარებელთა ქცევით უნდა იყოს განპირობებული.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი სულ მცირე 5%-ით დათანხმდა ელექტროენერგიის მოხმარების შემცირებას.
კიდევ ერთი საშიშროება, რომელიც ხაზგასმით აღინიშნა კვლევაში, იყო გვიანი ზამთრის სიცივე, რომელიც განსაკუთრებით რთული იქნება ევროპისთვის. ევროკავშირმა უკვე შეავსო ბუნებრივი აირის საცავი 88%-მდე.
ევროპელი ლიდერები ამბობენ, რომ რუსული გაზის შემცირება არის ენერგეტიკული შანტაჟი, რომელიც მიზნად ისახავს ზეწოლას მთავრობებზე უკრაინის მხარდაჭერისა და მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების გამო.