ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 16:10 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
18°C clear sky

გერმანიის ნებართვა „ლეოპარდის“ გადაცემაზე მეორეხარისხოვანია, კიევს ტანკებს მაინც მივაწვდით – მატეუშ მორავეცკი

პოლონეთი მიმართავს გერმანიას უკრაინაში ლეოპარდის ტანკების გაგზავნის ნებართვისთვის, მაგრამ მაშინაც კი, თუ ასეთი თანხმობა არ იქნება, ტანკებს მაინც გადასცემს, ამას კი ქვეყნების კოალიციიდან გააკეთებს. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ბერლინში თანხმობის გაგზავნის ოფიციალური მოთხოვნა „მეორეხარისხოვანი“ საკითხია. მან დასძინა, რომ ამ საკითხზე გერმანიის შეთანხმების „იმედის ნაპერწკალი“ იყო გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ბოლო განცხადება.

„ზეწოლას აქვს აზრი. ჩვენი ძალისხმევა, ავაშენოთ სახელმწიფოთა კოალიცია, რომლებსაც სურთ, დახმარება გაუწიონ უკრაინაში ამ დრამატულ ბრძოლას, ეფექტურია. მათ ჰყავთ 350-ზე მეტი აქტიური ლეოპარდი და დაახლოებით 200 საცავში. მათ ნამდვილად შეუძლიათ დაეხმარონ უკრაინას, რომელიც დღეს იბრძვის. ეს ბრძოლა ასევე ნიშნავს ბრძოლას უსაფრთხოებისთვის, ევროპაში მშვიდობისთვის“, – დასძინა მან.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები