ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 26, 2024 13:14 საათი

თბილისი

აპრ 26 - პარ
Tbilisi, GE
24°C clear sky

იაპონიის მთავრობა ტოკიოს დატოვების სანაცვლოდ 1 მილიონ იენს (7,500 აშშ დოლარი) სთავაზობს ოჯახებს თითო ბავშვზე

იაპონიის მთავრობა ტოკიოს დატოვების სანაცვლოდ 1 მილიონ იენს (7,500 აშშ დოლარი) სთავაზობს ოჯახებს თითო ბავშვზე. ამის მიზეზი კი რეგიონებში მოსახლეობის კლების შენარჩუნებაა.

მანამდე საფასური 300 000 იენი იყო. ახალი შეთავაზება კი ძალაში აპრილიდან შევა.

მიუხედავად იმისა, რომ ტოკიოს მოსახლეობა პირველად შემცირდა გასულ წელს – ტენდენცია, რომელიც ნაწილობრივ მიეკუთვნება კორონავირუსულ პანდემიას – პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მეტი უნდა გაკეთდეს ქალაქის მოსახლეობის სიმჭიდროვის შესამცირებლად და ხალხის წახალისებისთვის ახალი ცხოვრების დასაწყებად ქვეყნის აუთვისებელ ნაწილებში.

ოჯახები იმ შემთხვევაში ჩაერთვებიან პროგრამაში, თუ დააკმაყოფილებენ სამი კრიტერიუმიდან ერთ-ერთს: დასაქმება მცირე ან საშუალო ზომის კომპანიაში იმ ტერიტორიაზე, სადაც ისინი გადავლენ, დისტანციური მუშაობის გზით განაგრძობენ ძველ სამუშაოს, ან ბიზნესის წამოწყება ახალ ადგილას.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები