ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 26, 2024 13:22 საათი

თბილისი

აპრ 26 - პარ
Tbilisi, GE
24°C clear sky

რუსეთი ყირიმში ბირთვული იარაღის მატარებლებს ინახავს – უკრაინის დაზვერვა

დროებით ოკუპირებულ ყირიმში ამჟამად სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ბირთვული იარაღის რუსული მატარებლებია. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა, ანდრეი ჩერნიაკმა განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ უკრაინის სამხედრო დაზვერვა აკონტროლებს რუსული ბირთვული იარაღის მოძრაობას, კერძოდ, იცის, სად მდებარეობს ისინი.

„სამხედრო დაზვერვა ხედავს, რომ ბირთვული საბრძოლო მასალის სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო მატარებლები ამჟამად განლაგებულია დროებით ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე. საუბარია გემებზე, წყალქვეშა ნავებზე, თვითმფრინავებზე და სახმელეთო კომპლექსებზე, რომლებსაც შეუძლიათ ბირთვული საბრძოლო მასალით დარტყმა. პოტენციურად რუსეთს აქვს ასეთი შესაძლებლობა“, – განაცხადა ჩერნიაკმა.

რუსეთის მიერ ბირთვული დარტყმის რისკებზე საუბრისას, სამხედრო დაზვერვის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ „ოკუპანტ ქვეყანას ყველაფრის შეუძლია“.

„თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ საერთაშორისო საზოგადოება შეძლებს, გავლენა მოახდინოს ოკუპანტი ქვეყნის ხელმძღვანელობაზე, რათა არ მიიყვანოს მსოფლიო ბირთვულ კატასტროფამდე. უკრაინა ასევე ითვალისწინებს მოვლენების განვითარების სხვადასხვა სცენარს“, – აღნიშნა ანდრია ჩერნიაკმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები