ტელეკომპანია სეზონი

მარტი 29, 2024 09:41 საათი

თბილისი

მარ 29 - პარ
Tbilisi, GE
10°C clear sky

იგეგმებოდა ტერაქტი – ჩალაძის განცხადებით, მისი აფეთქება უნდოდათ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ჩალაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ტერაქტს გადაურჩა. ჩალაძის თქმით, მის ავტომობილს საწვავის ცენტრალური მილი აქვს გადაჭრილი. ჩალაძის თქმით, ამას წინ უძღოდა მუქარა მისი მისამართით.

ადგილზე პოლიციელები, სახანძრო სამსახურები და კინოლოგები მუშაობდნენ.

„მოკლედ, მაგრად იმუშავეს. დაზიანება ნანახია და გამორიცხულია შემთხვევითობა. პროფესიონალის ნამუშევარია. იგეგმებოდა ტერაქტი ჯგუფის მიერ. ადევნების შედეგად ზუსტად იცოდნენ გადაადგილების მარშრუტი. მსხვერპლი მარტო მე და ჩემი ბავშვობის მეგობარი არ ვიქნებოდით. აფეთქება დააზიანებდა გარშემო მყოფებსაც. მადლობა ყველას, ახლა ეს ამბავი ბოლომდე არის მისაყვანი. ორგანიზატორის დაკავების დრო დადგა. მინდა ძალიან მკაფიოდ და გასაგებად იცოდეს ორგანიზატორმა-ვერ შემაშინებ მიიღებ ზუსტად იმას რისი არიდებაც ასე ძალიან გსურს“, – წერს გიორგი ჩალაძე FACEBOOK-ზე.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები