ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 19, 2024 22:31 საათი

თბილისი

აპრ 19 - პარ
Tbilisi, GE
20°C clear sky

არც გმირზე გვაქვს საუბარი და არც პოლიტპატიმარზე – მიხეილ სარჯველაძე ლაზარე გრიგორიადისზე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, 7-9 მარტის აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისი პოლიტიკური პატიმარი არ არის.

„ის რეალურად არის, რაც ვნახეთ, იმის ჩამდენი ადამიანი. ბრალეულია თუ არა და სასჯელი უნდა დაენიშნოს თუ არ უნდა დაენიშნოს, ამას სასამართლო გაარკვევს, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად შემიძლია გამოვრიცხო, რომ არც გმირზე გვაქვს საუბარი და არც პოლიტპატიმარზე“, – განაცხადა სარჯველაძემ გრიგორიადისზე დასმული კითხვის პასუხად.

ცნობისთვის, აქტივისტს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. შსს-ს განცხადებით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს და 7-9 მარტს მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს „მომხდარ ძალადობრივ ქმედებებზე“ საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები