ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 25, 2024 05:09 საათი

თბილისი

აპრ 25 - ხუთ
Tbilisi, GE
12°C clear sky

სომხეთის თამამი ნაბიჯი და გაბრაზებული რუსეთი: როგორია პასუხი კრემლის მუქარაზე – “თუ პუტინი აქ ჩამოვა, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა აღვასრულოთ”

“ღი­მი­ლი­ა­ნი და­პი­რის­პი­რე­ბა ზურ­გზე მიბ­ჯე­ნი­ლი ხიშ­ტით” – ასე აფა­სე­ბენ სო­მე­ხი ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი რუ­სეთ-სომ­ხე­თის ბო­ლოდ­რო­ინ­დელ და­ძა­ბულ ურ­თი­ერ­თო­ბას.  რამ­დე­ნი­მე დღის წინ სომ­ხე­თის სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ მწვა­ნე შუქი აუნ­თო რო­მის წეს­დე­ბის რა­ტი­ფი­ცი­რე­ბას.

ამას მოჰ­ყვა რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრესს­პი­კე­რის,  მა­რია ზა­ხა­რო­ვას გან­ცხა­დე­ბა, სა­დაც იმე­დოვ­ნებ­და, რომ სომ­ხე­თი ჰა­ა­გის სის­ხლის სა­მარ­თლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლოს რო­მის სტა­ტუტს არ შე­უ­ერ­თდე­ბო­და.

“მოს­კოვ­სა და ერე­ვან­ში ეს სა­კი­თხი მა­ღალ დო­ნე­ზე გა­ნი­ხი­ლე­ბა და იმე­დია, ეს სა­კი­თხი სა­მო­კავ­ში­რეო და ურ­თი­ერ­თგა­გე­ბის ჭრილ­ში მოგ­ვარ­დე­ბა” – აღ­ნიშ­ნა ზა­ხა­რო­ვამ.

ასე­ვე, ორი დღის წინ მკაც­რი გაფრ­თხი­ლე­ბა მის­ცა რუ­სეთ­მა სომ­ხეთს, რომ თუ ჰა­ა­გას­თან კავ­შირს არ გა­წყვეტს, მოს­კო­ვი “სე­რი­ო­ზულ ნა­ბი­ჯებს“ გა­დად­გამს.

რუ­სუ­ლი ახა­ლი ამ­ბე­ბის სა­ა­გენ­ტო ria-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სე­თი სომ­ხე­თის­გან მო­ი­თხოვს ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის და­კა­ვე­ბის ორ­დე­რის გა­ცე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჰა­ა­გის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არ და­ე­მორ­ჩი­ლოს.

სომ­ხეთ­ში გა­ნა­ცხა­დეს, რომ სის­ხლის სა­მარ­თლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლოს რო­მის წეს­დე­ბა/სტა­ტუ­ტი სომ­ხე­თის კონ­სტი­ტუ­ცი­ას­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­შია და მისი რა­ტი­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის ერე­ვან­ში ჩას­ვლის შემ­თხვე­ვა­ში, სომ­ხეთ­ში მას და­ა­პა­ტიმ­რე­ბენ.

პუ­ტინ­თან ერ­თად ორ­დე­რი გა­მო­ი­ცა და­კა­ვე­ბა­ზეც, რო­მელ­საც რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში ბავ­შვთა უფ­ლე­ბე­ბის კო­მის­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა უკა­ვია.

ჰა­ა­გის სა­სა­მარ­თლოს მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, პუ­ტინ­სა და ლვო­ვა-ბე­ლო­ვას ბრა­ლი უკ­რა­ი­ნის ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან რუ­სეთ­ში უკა­ნო­ნო გა­დაყ­ვა­ნის­თვის წა­რუდ­გი­ნეს, რაც ომის და­ნა­შა­უ­ლად მი­იჩ­ნე­ვა.

სო­მე­ხი ანა­ლი­ტი­კო­სე­ბის თქმით, ზა­ხა­რო­ვას იმე­დე­ბი, შე­საძ­ლოა უსა­ფუძ­ვლო აღ­მოჩ­ნდეს, რად­გან ერ­თია დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი სა­ხის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, მაგ­რამ სხვა სა­კი­თხია ის, რომ სომ­ხე­თი უერ­თდე­ბა იმ ქარ­ტი­ას, რო­მელ­საც ხელი 1999 წელს მო­ა­წე­რა და ის, რომ ხელ­მო­წე­რა დღემ­დე რა­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი არ არის, ისევ და ისევ “სტრა­ტე­გი­უ­ლი მო­კავ­ში­რის” დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

სო­მე­ხი პუბ­ლი­ცის­ტის გორ არ­მა­თუ­ნის თქმით, თუ რა­ღაც მი­ზე­ზე­ბის გამო, სომ­ხე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ჰა­ა­გის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის წაყ­რუ­ე­ბას შე­ეც­დე­ბა, ეს მას რუ­სეთს სა­მუ­და­მოდ მი­ა­ჯაჭ­ვებს და და­სავ­ლე­თის იმე­დი სა­ბო­ლო­ოდ უნდა და­კარ­გოს.

“ჰა­ა­გის სის­ხლის სა­მარ­თლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლოს წეს­დე­ბა რომ­ში 1998 წელს მი­ი­ღეს, ძა­ლა­ში 2002 წელს შე­ვი­და. სომ­ხეთ­მა ქარ­ტი­ას ხელი 1999 წელს მო­ა­წე­რა. ის, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სის­რუ­ლე­ში არ არის მოყ­ვა­ნი­ლი, ანუ რა­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი არ არის, ეს წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბებს უნდა მოვ­კი­თხოთ, რომ­ლე­ბიც თავს რუ­სე­თის ვა­სა­ლე­ბად მი­იჩ­ნევ­დნენ და მხო­ლოდ მათ კა­ნო­ნებს ცნობ­დნენ… პუ­ტი­ნი და მისი გუნ­დი, მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნის კი არა, სა­ქარ­თვე­ლოს, სომ­ხე­თის წი­ნა­შეც არი­ან სის­ხლის სა­მარ­თლის დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის მი­ხედ­ვით. ამი­ტომ, თუ შე­საძ­ლებ­ლო­ბა იქ­ნე­ბა, ჩვენ ვალ­დე­ბუ­ლი ვართ ჰა­ა­გის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შე­ვას­რუ­ლოთ.

წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, გა­მო­დის, რომ სომ­ხე­თი ჯერ კი­დევ მხო­ლოდ რუ­სულ კა­ნო­ნებს ცნობს, და­სავ­ლეთ­ზე კი, მხო­ლოდ ლა­პა­რა­კობს, ორი­ვე სკამ­ზე ერ­თდრო­უ­ლად ვერ დავ­სხდე­ბით – პუ­ტი­ნი ერე­ვან­ში სტუმ­რო­ბით თავს არ იკ­ლავს, მაგ­რამ თუ სი­ტუ­ა­ცი­ამ მო­ი­თხო­ვა და ჩა­მო­ვი­და, ჩვენ კონ­სტი­ტუ­ცი­ის თა­ნახ­მად უნდა ვი­მოქ­მე­დოთ. რო­გორ­მე უნდა გა­ვაც­ნო­ბი­ე­როთ, რომ მე­გობ­რო­ბა მხო­ლოდ რუ­სე­თის­თვის არის ცალ­მხრი­ვი. ის ყვე­ლა­ფერს ითხოვს ჩვენ­გან არაფ­რის სა­ნაც­ვლოდ” – ამ­ბობს არ­მა­თუ­ნი.
კი­დევ ერთი სო­მე­ხი პო­ლი­ტო­ლო­გის, ან­დრი­ას გუ­კა­სი­ა­ნის შე­ფა­სე­ბით, პირ­ველ რიგ­ში, უნდა გა­ნი­სა­ზღვროს რო­მის სტა­ტუ­ტის რა­ტი­ფი­ცი­რე­ბის სარ­გე­ბე­ლი და რის­კე­ბი.
“პირ­ველ რიგ­ში, უნდა ვთქვათ, რომ რო­მის სტა­ტუ­ტის რა­ტი­ფი­კა­ცია არის ის ერთ-ერთი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც 2019 წლის 1-ელი მარ­ტის შე­თან­ხმე­ბის ფარ­გლებ­ში გა­ფორმ­და და სომ­ხეთ­სა და ევ­რო­კავ­ში­რის შო­რის პარტნი­ო­რო­ბის გა­ფარ­თო­ე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

1999 წლი­დან, სომ­ხე­თი არის ამ კონ­ვენ­ცი­ის ხე­ლის­მომ­წე­რი. თუმ­ცა, ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მისი რა­ტი­ფი­კა­ცია არ მომ­ხდა­რა, რად­გან 1995 წლის კონ­სტი­ტუ­ცია არ ით­ვა­ლის­წი­ნებ­და სომ­ხე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დევ­ნას ეროვ­ნუ­ლი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მის მიღ­მა. თუმ­ცა, ქვეყ­ნის ახალ­მა კონ­სტი­ტუ­ცი­ამ ეს შე­ზღუდ­ვა გა­ა­უქ­მა… თუ ჩვენ ვამ­ბობთ, რომ ევ­რო­პუ­ლი ოჯა­ხის სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რო­ბა გვინ­და, უნდა მო­ვერ­გოთ იმ ნორ­მას, რო­მელ­საც ევ­რო­პა კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბად აწე­სებს”.

პო­ლი­ტი­კუ­რი მი­მომ­ხილ­ვე­ლის არ­ტემ გრი­გო­რი­ა­ნის შე­ფა­სე­ბით, სტა­ტუ­ტის რა­ტი­ფი­კა­ცია, ქვე­ყა­ნას და­სავ­ლე­თის თვალ­ში მეტ სა­ი­მე­დო­ო­ბას შეს­ძენს, თუმ­ცა სომ­ხე­თის გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი მდე­ბა­რე­ო­ბა არ უნდა და­ა­ვი­წყდეთ…

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები