ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 21, 2024 16:45 საათი

თბილისი

Nov 21 - Thu
Tbilisi, GE
16°C clear sky

იოავ გალანტი: ისრაელი არ დაასრულებს თავის ოპერაციას ღაზაში, სანამ „ჰამასი“ არ განადგურდება და მძევლები სახლში არ დაბრუნდება

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა თეთრი სახლის კოორდინატორს ახლო აღმოსავლეთში ბრეტ მაკგურკს განუცხადა, რომ ისრაელი არ დაასრულებს თავის კამპანიას ღაზას სექტორში, სანამ არ განადგურდება ტერორისტული ჯგუფი „ჰამასი“ და მძევლები არ დაბრუნდებიან სახლში.

„ისრაელის სახელმწიფო არ შეწყვეტს თავის ოპერაციებს ღაზაში მანამდე, სანამ ისრაელელი ჯარები არ შეასრულებენ თავიანთ მისიებს – გაანადგურონ „ჰამასი“ და ჩვენი მძევლები თავიანთ ოჯახებში დააბრუნონ“, – განუცხადა მან მაკგურკს.

ცნობისთვის, 7 ოქტომბრის დილიდან პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის ტერიტორიებზე მასიური სარაკეტო იერიში წამოიწყო. „ჰამასის“ რაზმები ღაზას სექტორიდან გადავიდნენ მოსაზღვრე რაიონებში ისრაელში და რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, ისრაელის სამხედრო ბაზა დაიკავეს. „ჰამასმა“ ისრაელს 2000-მდე რაკეტა ესროლა.

„ჰამასის“ მებრძოლებმა ათობით ადამიანი დაატყვევეს, მათ შორის ისრაელის სამხედროები.

მალევე ისრაელში საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა. „ისრაელი ომშია“ – განაცხადა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მიმართა და პირობა დადო, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალები „მთელ ძალას“ გამოიყენებს „ჰამასის“ შესაძლებლობების გასანადგურებლად.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები