ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 10, 2024 07:42 საათი

თბილისი

აპრ 10 - ოთხ
Tbilisi, GE
12°C few clouds

ჯეიჰუნ ბაირამოვი: ყარაბაღში ბოლო დროს დაძაბულობის მთავარი მიზეზი სომხეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაა

ყარაბაღში ბოლოდროინდელი დაძაბულობის მთავარი მიზეზი სომხეთის მიერ თავისი ვალდებულებების შეუსრულებლობაა, – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა  ჯეიჰუნ ბაირამოვმა ანკარაში, ელჩების რიგით მე-13 კონფერენციაზე განაცხადა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ 44-დღიანი ომის დამთავრების და სამმხრივ განცხადების ხელმოწერის შემდეგ, სომხეთს ნაკისრი ვალდებულებები დაახლოებით წელიწადი და ცხრა თვის განმავლობაში არ შეუსრულებია.

„ვალდებულებებზე საუბრისას ვგულისხმობ იმას, რომ სომხეთის შეიარაღებულ ძალებს ჯერ არ დაუტოვებიათ ყარაბაღი. ასეთი ვალდებულება სომხეთმა სამმხრივი შეთანხმებით აიღო. როდესაც რეგიონში სამშვიდობო ძალები შევიდნენ, სომხეთის შეიარაღებული ძალები უნდა გასულიყვნენ, მაგრამ სომხეთის შეიარაღებული ძალები ისევ იქ იმყოფებიან.

3 აგვისტოს კიდევ ერთხელ სცადეს პროვოკაციის მოწყობა და ჩვენი ერთ-ერთი ახალგაზრდა სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ამის საპასუხოდ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ოპერაცია „შურისძიება“ დაიწყეს და ამ ოპერაციის დროს მტერს გამანადგურებელი დარტყმა მიაყენეს. შუამავლების მიმართვის შემდეგ ეს ოპერაცია 3 აგვისტოს, საღამოს შეწყდა“, – განაცხადა ბაირამოვმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები