ტელეკომპანია სეზონი

მაისი 2, 2024 22:51 საათი

თბილისი

მაი 2 - ხუთ
Tbilisi, GE
19°C broken clouds

მძიმე დღეა ჩვენი ქვეყნისთვის, მწუხარებამ მოიცვა ჩვენი ხალხი – ილია მეორე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნერგეეთში მომხდართან დაკავშირებით სამძიმრის წერილს ავრცელებს. ასევე სოფელ ასურეთთან დაღუპული სამი ადამიანის გამო, მწუხარებას გამოთქვამს და მათ ოჯახებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.

„მძიმე დღეა ჩვენი ქვეყნისთვის; მწუხარებამ მოიცვა ჩვენი ხალხი.

სამძიმარს ვუცხადებთ აჭარაში, იმერეთის რეგიონსა და სოფელ ასურეთთან სტიქიური უბედურებების შედეგად გარდაცვლილთა ახლობლებს და სრულიად საქართველოს.

აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს განსვენებულთა უკვდავი სულნი, ხოლო მათი ოჯახის წევრებსა და ყველა გულშემატკივარს მოანიჭოს მშვიდობა, ლოცვის ძალა და ურყევი რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე არ მთავრდება გარდაცვალებით, არამედ იგია დასაწყისი მარადიული ცხოვრებისა.

ამასთან, შევთხოვთ უფალს დაკარგულთა გადარჩენას“- აღნიშნულია ილია მეორის სამძიმრის წერილში.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები