ტელეკომპანია სეზონი

მაისი 2, 2024 22:51 საათი

თბილისი

მაი 2 - ხუთ
Tbilisi, GE
19°C broken clouds

ნიკოლ ფაშინიანი – ახლა ევროკავშირი რეალურად ჩვენი რეგიონია და ამასთან დაკავშირებით დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ საქართველოსთან სტრატეგიული დიალოგის დაწყებას

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ეროვნულ ასამბლეაში „სამთავრობო საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ფაშინიანი აცხადებს, რომ ევროკავშირი სომხეთის რეგიონია და დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან სტრატეგიული დიალოგის დაწყებას.

„ჩვენს რეგიონში ბევრი მნიშვნელოვანი რეალობა შეიცვალა და ერთ-ერთი მათგანია საქართველოს, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. გამოდის, რომ ჩვენს ორ მეზობელ ქვეყანას აქვს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

რაც შეეხება სომხურ-ქართული სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციას, შემიძლია ვთქვა, რომ არსებითად იქ ყველა მიმართულებაა გაწერილი და ამით გამოხატულია ორი ქვეყნის მთავრობების ნება, წინ წავიდნენ დღის წესრიგში“,– განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები