ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 19, 2025 19:06 საათი

თბილისი

Apr 19 - Sat
Tbilisi, GE
18°C few clouds

მედია – ფინეთმა, შესაძლოა, ნატო-ში გაწევრიანების პროცედურა შვედეთისგან დამოუკიდებლად განაგრძოს

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პეკა ჰაავისტო არ გამორიცხავს, რომ ფინეთმა ნატო-ში გაწევრიანების პროცედურა შვედეთისგან დამოუკიდებლად განაგრძოს, – ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

ამასთან, მისი თქმით, ამ საკითხზე პოზიციის დაფიქსირება ჯერჯერობით ნაადრევია.

პეკა ჰაავისტოს განცხადებით, ფინეთისა და შვედეთის უსაფრთხოების კუთხით ნომერ პირველი ვარიანტი კვლავ ისაა, რომ ქვეყნები ნატო-სკენ ერთდროულად ისწრაფვიან.

„უსაფრთხოების თვალსაზრისით საუკეთესო ვარიანტია როგორც შვედეთის, ასევე ფინეთის შესვლა ალიანსში. თუმცა, ამ საკითხზე (ფინეთის შვედეთისგან დამოუკიდებელ გაწევრიანებაზე) პოზიციის დაფიქსირება ნაადრევია“, – განაცხადა ჰაავისტომ.

მისი თქმით, შვედეთში თურქეთის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები მხარეებს შეთანხმების მიღწევაში ხელს შეუშლის.

„ეს მომიტინგეები ფინეთისა და შვედეთის უსაფრთხოებას ეთამაშებიან“, – დასძინა ჰაავისტომ.

 

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის