ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 20, 2024 10:30 საათი

თბილისი

აპრ 20 - შაბ
Tbilisi, GE
22°C clear sky

მოლდოვაში ექსპრეზიდენტ იგორ დოდონის წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმე აღიძრა

მოლდოვის ანტიკორუფციულმა პროკურატურამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, იგორ დოდონის წინააღმდეგ კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ადგილობრივი მედიის ცნობით, საქმე აღძრულია ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებისა და შენახვის მუხლით და მასში ექსპრეზიდენტთან ერთად მისი მეუღლე გალინა დოდონიც ფიგურირებს.

გამოძიების მტკიცებით, იგორ დოდონმა ექიმს დაამზადებინა ყალბი მიმართვა, რომლის მიხედვითაც ექსპრეზიდენტის არასრულწლოვან შვილს უცხოეთში მკურნალობა სჭირდებოდა, რის საფუძველზეც იგორ დოდონმა ქვეყნიდან გასვლის ნებართვა მოითხოვა. სამართალდამცავ ორგანოებში ყალბი მიმართვის შეტანაში ყოფილი პირველი ლედიც მონაწილეობდა.

„გაცემულია ბრძანება ეჭვმიტანილთა სახით ექსპრეზიდენტის, მისი მეუღლის და ექიმის დაკითხვის თაობაზე“, – აცხადებენ საგამოძიებო უწყებაში.

2022 წლის მაისში დოდონი სახელმწიფო ღალატის, უკანონო გამდიდრების, კორუფციისა და დანაშაულებრივი დაჯგუფების მიერ პოლიტიკური პარტიის დაფინანსების ბრალდებით დააკავეს. თავდაპირველად ექსპრეზიდენტი შინაპატიმრობაში იმყოფებოდა, შემდეგ ეს გადაწყვეტილება ქვეყნიდან გასვლის აკრძალვით შეიცვალა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები