ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 25, 2024 19:09 საათი

თბილისი

აპრ 25 - ხუთ
Tbilisi, GE
25°C clear sky

კვარაცხელიას გოლი, საგოლე პასი და ოსიმენის გოლი – კვარაცხელიამ „სპეციასაც“ გაუტანა

ხვიჩა კვარაცხელიამ. „სპეციასთანაც“ გაიბრწყინა. ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ  გოლი 47-ე წუთზე გაიტანა.

იტალიის სერია A-ს 21-ე ტურში „ნაპოლიმ“ სტუმრად „სპეცია“ 3:0 დაამარცხა.

68-ე წუთზე ვიქტორ ოსიმენმა სხვაობა ორამდე გაზარდა და მატჩის ბედი გადაწყვიტა, ხოლო 5 წუთის შემდეგ კვარაცხელიას დუბლის შესრულება შეეძლო, მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ არ დაარტყა, რადგან უკეთეს პოზიციაში მყოფ ოსიმენს გადააწოდა ბურთი, რომელმაც ცარიელ კარში შეაგდო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ ოსიმენი 16 გოლით სერია A-ს ბომბარდირთა დავას ლიდერობს.

ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ მაისურით 10 გოლი დაუგროვდა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები