ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 24, 2024 09:49 საათი

თბილისი

აპრ 24 - ოთხ
Tbilisi, GE
18°C clear sky

უკრაინის შეიარაღებული ძალები ბახმუტიდან უკან არ იხევენ, ქალაქში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს – ევგენი პრიგოჟინი

ბახმუტში კვლავ გრძელდება სასტიკი ბრძოლები, თითოეული ქუჩისთვის, თითოეული სახლისა და თითოეული კიბის უჯრედისთვის. უკრაინის შეიარაღებული ძალები ბახმუტიდან უკან არ იხევენ, – ამის შესახებ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა.

„უკრაინის შეიარაღებული ძალები უკან არ იხევენ. უკრაინის შეიარაღებული ძალები ბოლომდე იბრძვიან“, – აღნიშნავს პრიგოჟინი.

მანამდე, რუსულმა სამხედრო ტელეგრამარხმა „ვაგნერის“ მებრძოლებზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობები, რომ უკრაინულმა არმიამ ბახმუტის ჩრდილოეთი უბნები დატოვა.

ოფიციალურად, უკრაინულმა მხარემ ბახმუტიდან უკან დახევის შესახებ ინფორმაცია არ დაადასტურა, თუმცა აღიარა, რომ იქ რთული ვითარება იყო. ბახმუტთან არსებულ მძიმე მდგომარეობას უკრაინული მხარე ადასტურებს .

„რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, რომ მედიას სურს შეიარაღებული ძალების უკან დახევა, მაგრამ ეს არ ხდება არც ჩრდილოეთ კვარტალში, არც სამხრეთში და არც აღმოსავლეთში“, – აღნიშნა პრიგოჟინმა, რომლის დაქირავებული ჯარისკაცები ბახმუტს მრავალი თვის განმავლობაში უტევენ.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები