ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 23:44 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
12°C clear sky

მოსკოვმა იცის, რომ კიევი „ბინძური ბომბის“ შექმნას და თავის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსებას გეგმავს – შოიგუ

„მოსკოვმა იცის კიევის გეგმების შესახებ, რომელიც „ბინძური ბომბის“ შექმნას ცდილობს და საკუთარ ტერიტორიაზე ნატოს ბირთვული იარაღის განთავსებას გეგმავს“. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა. ინფორმაციას iz.ru ავრცელებს.

„ჩვენ ვიცით კიევის გეგმების შესახებ, რომელიც „ბინძური ბომბის“ შექმნას ცდილობს და საკუთარ ტერიტორიაზე ნატოს ბირთვული შეიარაღების განთავსებას აპირებს“, – განაცხადა შოიგუმ რუსეთ-ბელარუსის თავდაცვის სამინისტროების კოლეგიის ერთობლივ სხდომაზე.

შოიგუმ, ასევე, გაიხსენა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებული განცხადება, რომელმაც ნატოს ქვეყნებს რუსეთზე პრევენციული ბირთვული დარტყმებისკენ მოუწოდა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები