ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 11:27 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
12°C clear sky

ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინამ მიმდინარე წელს რუსული ჯარი მთელი თავისი ტერიტორიიდან განდევნოს – აშშ

ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინამ შეძლოს, მიმდინარე წელს რუსული ჯარი მთელი თავისი ტერიტორიიდან განდევნოს, – ამის შესახებ აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა, გენერალმა მარკ მილიმ გამოცემა Defense One-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა საჯაროდ, რომ უკრაინის მიზანია, განდევნოს რუსული ჯარი ყველა უკრაინული ტერიტორიიდან. ეს ურთულესი სამხედრო ამოცანაა. საუბარია ასობით ათას რუს ჯარისკაცზე, რომელიც ჯერ კიდევ რჩება უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მე არ ვამბობ, რომ ეს შეუძლებელია. უბრალოდ ეს ძალიან რთული ამოცანაა. თუმცა ეს მათი მიზანია, მათ აქვთ ამის უფლება, იმიტომ რომ ეს მათი ქვეყანაა“, – განაცხადა მარკ მილიმ.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები