ტელეკომპანია სეზონი

მაისი 16, 2024 16:40 საათი

თბილისი

მაი 16 - ხუთ
Tbilisi, GE
13°C overcast clouds

„ნაცებს“ მივმართავ, გამოდით წერეთელზე, მინდა, დაგთვალოთ, ხელმოცარულებო – ირაკლი ზარქუა

„კახა კალაძის გუნდმა, ვინც მუშაობდა ღირსებით, დროულად და ხარისხიანად შეძლო და გააკეთა დროში და ვადაში,“ – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით განუცხადა.

„მინდა, „ნაცებს“ მივმართო, გამოდით, ბიჭო, წერეთელზე, მინდა, დაგთვალოთ, თქვე ხელმოცარულებო, თქვენ. ეს კიდევ ერთი კარგი ლუსტრაცია იყო თბილისელებისა და მთელი საქართველოსთვის, როგორ არ უნდა გენდოთ. როგორ გიხარიათ, რომ სადმე თუ პროექტში რამე ხინჯია, აბა, დროზე თუ არ დასრულდა, როგორ ხართ ჩასაფრებულები.

ხელმოცარულები დარჩით აქაც, იმიტომ, რომ კახა კალაძის გუნდმა, მერიამ, ბატონმა ბენდელიანმა, მთელმა ჯგუფმა, ვინც მუშაობდა ღირსებით, დროულად და ხარისხიანად შეძლეს და გააკეთეს დროში და ვადაში.

ბუნებრივია, მეორე ეტაპი 15 მარტამდე დამთავრდება, რომელიც გულისხმობს ტროტუარების მოწყობას, განათების, ლედ ბოძების დამონტაჟებას, ავტობუსების გაჩერების მოწყობას. დანარჩენი, ორმხრივი მოძრაობა, როგორც პროექტით იყო განსაზღვრული, ვადაში შესრულდა. ასე რომ, კიდევ ერთხელ სირცხვილი თქვენ. გამოდით ახლა, უნდა დაგთვალოთ“, – აღნიშნა ზარქუამ.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები