ტელეკომპანია სეზონი

მაისი 2, 2024 08:17 საათი

თბილისი

მაი 2 - ხუთ
Tbilisi, GE
16°C clear sky

პარლამენტთან აქციაზე ბექა გრიგორიადისი დააკავეს

საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი დააკავეს. ამის შესახებ ერთ-ერთი სამოქალაქო აქტივისტის პირდაპირი ჩართვიდან გახდა ცნობილი.

5 ოქტომბერს აქტივისტები პლენარული სხდომის პარალელურად, პარლამენტის მიმდებარედ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს აპროტესტებდნენ. ისინი პარლამენტთან სიმბოლურად კარვებჩამოცმულები მივიდნენ.

ცნობისთვის, ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ბექა გრიგორიადისი პარლამენტთან მიმდინარე აქციისას დააკავეს. ის აქტიურად მოითხოვს მისი შვილის, ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლებას, რომელიც 7-9 მარტის აქციების დროს დააკავეს პოლიციელების მისამართით ე.წ მოლოტოვის კოქტეილის სროლის და პოლიციის მანქანის დაწვის ბრალდებით. 

ასევე, 25 სექტემბერს ლაზარე გრიგორიადისს მამამისის, ბექა გრიგორიადისის დაჭრის ფაქტზე 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები