ტელეკომპანია სეზონი

მაისი 16, 2024 21:59 საათი

თბილისი

მაი 16 - ხუთ
Tbilisi, GE
13°C scattered clouds

ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის წარმომადგენლებს: ქალბატონმა ევამ 7 კითხვა, ინგასავით 7-ჯერ ისროლა, მოგარტყათ, მაგრამ თქვენ არ უპასუხეთ

სადაც კი პრეზიდენტი წარდგება, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, საგარეო ურთიერთობებში, ის ყველგან წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ახორციელებს. ამას ეხებოდა ქალბატონი ევას [გოცირიძის] 7 კითხვა. ინგასავით 7-ჯერ ისროლა, მოგარტყათ, მაგრამ თქვენ არ უპასუხეთ, – ასე უპასუხა პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების ერთ-ერთმა ავტორმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პრეზიდენტის წარმომადგენელ მაია კოპალეიშვილს, რატომ დარჩა მმართველ გუნდს შთაბეჭდილება, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ევროპის ქვეყნებში მოლაპარაკებები აწარმოვა.

„მოლაპარაკებებში არ იგულისხმება რაიმე კონკრეტული ტიპის მოლაპარაკებები. კონსტიტუცია არ აზუსტებს. შეიძლება სადღაც იყოს დაზუსტებული მაგალითად, კანონში ეწეროს „მოლაპარაკებები ხელშეკრულების დადების მიზნით“. შეიძლება ასეთი რამ იყოს. რეალურად, მოლაპარაკებებში იგულისხმება ნებისმიერი შედეგები, რომელსაც როგორც თქვენც აღნიშნეთ, უნდა ჰქონდეს კონკრეტული სამართლებრივი და პოლიტიკური შედეგი. თქვენს სიტყვებს ვციტირებ. ნებისმიერი საუბარი, დიალოგი, რომელიც მიზნად ისახავს კონკრეტული პოლიტიკური ან სამართლებრივი შედეგის დადგომას, თავისი შინაარსით არის მოლაპარაკება“, – განაცხადა კობახიძემ.

თავის მხრივ, კოპალეიშვილმა კობახიძეს ჰკითხა, რატომ მიაჩნიათ, რომ ეს იყო მოლაპარაკებები და რა კონკრეტული შედეგი დადგა, რაზეც კობახიძემ უპასუხა, რომ პრეზიდენტი ევროპის ქვეყნების ლიდერებს კონკრეტული მიზნით – საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მინიჭების საკითხზე ესაუბრებოდა, რაც პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგი იყო.

„ჩვენ მიგვაჩნია, ამას ვადასტურებ, რომ ეს იყო არა მხოლოდ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება, არამედ მოლაპარაკებებიც და რატომ? იყო საუბარი ორ მხარეს შორის. აქეთ იყო საქართველოს პრეზიდენტი, მეორე მხარეს იყო მეორე ქვეყნის, ევროკავშირის პრეზიდენტი. საქართველოს პრეზიდენტი შესაბამის თანამდებობის პირებს კონკრეტული მიზნით ესაუბრებოდა და ეს მიზანი იყო ძალიან კონკრეტული – კანდიდატის სტატუსის მინიჭება. კანდიდატის სტატუსის მინიჭება არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური შედეგი და სამართლებრივიც,“ – განაცხადა კობახიძემ.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები