ტელეკომპანია სეზონი

მაისი 4, 2024 03:02 საათი

თბილისი

მაი 4 - შაბ
Tbilisi, GE
13°C overcast clouds

ფაშინიანი და ალიევი სამშვიდობო ხელშეკრულებას თბილისში მოაწერენ ხელს – გაზეთი „გრაპარაკი“

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება ნოემბერ-დეკემბერში, თბილისში იგეგმება. ამის შესახებ სომხურ გამოცემა „გრაპარაკზე“ დაყრდნობით „ეხო კავკაზა“ იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, ალიევი და ფაშინიანი სამშვიდობო ხელშეკრულების ე.წ. დასავლეთის ვარიანტს მოაწერენ ხელს, ხოლო ამ ცერემონიისთვის თბილისი შემთხვევით არ შეირჩა, რადგანაც სწორედ საქართველო არის დასავლეთის ინტერესების ძირითადი გამტარებელი სამხრეთ კავკასიაში. ასევე რეგიონი თურქეთის გავლენის ზონაში ექცევა.

„ხელშეკრულების ხელმოწერით სომხეთი არცახზე (მთიან ყარაბაღზე) საბოლოოდ უარს იტყვის. ის არა მხოლოდ იქაური ძალოვანი სტრუქტურების, არამედ ადგილობრივი ორგანოების დაფინანსებას შეაჩერებს. ერევანს მხოლოდ გარკვეული საქველმოქმედო პროგრამების განხორციელების უფლება ექნება, მაგ. გაარემონტოს საბავშვო ბაღები,“ – წერს გამოცემა, რომელიც „საკუთარ წყაროებს“ ეყრდნობა.

მანამდე ბაქოშიც და ერევანშიც აცხადებდნენ, რომ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება, შესაძლოა, წლის ბოლომდე მოხდეს. ხელმოწერის ადგილზე საუბარი არ ყოფილა.

„გრაპარაკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე ჯერჯერობით ოფიციალური სტრუქტურების კომენტარი არც ერევანში, არც ბაქოში, არც თბილისში არ გაკეთებულა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

🔴ბატონო ირაკლი, თქვენ რომ წახვედით პრემიერობიდან და თქვენი გუნდი გაგინებდათ მე ხმალამოღებული გიცავდით და დღეს რომ თქვენი უწყებები გვებრძვის რატომ არ რეაგირებთ. 🔴დღეს ძალოვან უწყებებში ჩაბუდებული ნაცების მიზანია მოგვიწყონ პროვოკავიები და მერე ჩვენ ვაგინოთ მთავრობა 🔴თუ არ გამოიძიებენ ჩვენზე თავდასხმების ფაქტებს მაშინ გვიჩნდება ეჭვი რომ ეს მთავრობის პირველი პირებიდან მოდის 🔴როგორ შეიძლება შუა ქალაქში მოხდეს თავდასხმა და ამაში პოლიციის ან სუსის აგენტურა არ იყოს ჩართული 🔴გარეჯს ვიცავდით ბრძოლა დაგვიწყეთ, რუსეთთან ურთიერთობის დალაგებაზე ვსაუბრობთ გვებრძვით რა გინდათ ბოლო ბოლო გვითხარით? 🔴როგორც ჩანს ხელისუფლება სრულად დასავლეთი აკონტროლებს და საქართველოს ხელისუფლება 🔴ტელეფონზე ვერ მილაპარაკია რა სმისმენთ ასეთს, ადრეც მისმენდით და არ ვწუხდებოდი. აპარატურა გაგიფუჭდათ თუ რაშია საქმე ვერ მისმენთ ხარისხიანად რომ არ შევწუხდე 🔴ჩვენ არ ვართ ხელისუფლების მტრები ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ დამნაშავეების დასჯას და სამართლიანობის აღდგენას 🔴ამათი მიზანია ვისაც ავტორიტეტი აქვს ყველა გაანადგუნონ, სწორედ ამას უკავშირებ ჩემზე თავდასხმებს -ნიკოლოზ მჟავანაძე