ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 28, 2024 16:08 საათი

თბილისი

აპრ 28 - კვი
Tbilisi, GE
27°C clear sky

რუსეთი ომს 2026 წლამდე გეგმავს და ხარკოვისა და დნიპროს აღებას აპირებს – Bild

რუსეთი აპირებს განაგრძოს სამხედრო ოპერაციები უკრაინაში 2026 წლამდე და ამ დროის განმავლობაში ის გეგმავს ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის და ხარკოვის უმეტესი ნაწილის აღებას.

„კრემლი არ გეგმავს რაიმე ზავს და ავითარებს ახალ საშუალოვადიან გეგმას უკრაინის ომისთვის“, – წერს Bild.

როგორც მედია წერს, 2024 წლის ბოლოსთვის რუსეთის ფედერაცია გეგმავს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებზე სრული კონტროლის დამყარებას.

Bild-ის ინფორმაციით, რუსეთი, ასევე, გეგმავს ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკისა და ხარკოვის ოლქების დიდი ნაწილის, მათ შორის ქალაქ ხარკოვის ოკუპაციას 2025-2026 წლებში.

გარდა ამისა, რუსეთი გეგმავს, შეინარჩუნოს არსებული ფრონტის ხაზი ხერსონის ოლქში.

ასევე, დაზვერვის მონაცემებით, რუსეთის მთავრობა მზად არის დაკარგოს ყოველწლიურად 100 000-მდე ჯარისკაცი უკრაინაში ამ მიზნების მისაღწევად.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები