ტელეკომპანია სეზონი

მაისი 13, 2024 22:33 საათი

თბილისი

მაი 13 - ორშ
Tbilisi, GE
14°C clear sky

პრეზიდენტ პუტინს სერიოზული წინადადებები თუ აქვს, საფრანგეთი ძალისხმევას არ დაიშურებს შედეგის მისაღწევად – ემანუელ მაკრონი

ნომერი არ შემიცვლია და, პრეზიდენტ პუტინს თუ სერიოზული წინადადებები აქვს, საფრანგეთი ძალისხმევას არ დაიშურებს შედეგის მისაღწევად, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ევროკავშირის საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მე არ ვიყავი ის, ვინც ცალმხრივად დაიწყო ომი ხელშეკრულებების დარღვევით. საფრანგეთი არ ყოფილა, რომელმაც გადაწყვიტა უკრაინის ჩრდილოეთში სამხედრო დანაშაულების ჩადენა, რის გამოც დისკუსიები თითქმის შეუძლებელი გახდა. სერიოზულად. ჩემთვის ეს მარტივია.

ნომერი არ შემიცვლია და თუ პრეზიდენტ პუტინს სერიოზული წინადადებები აქვს, სურვილი, ხელახლა ჩაერთოს დიალოგში, რომელიც საშუალებას იძლევა, ავაშენოთ მშვიდობა საერთაშორისო სამართლის პატივისცემით, საფრანგეთი ყოველთვის იქნება ძალა, რომელიც დაეხმარება და არ შეაკავებს ძალისხმევას შედეგის მისაღწევად“, – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები