ტელეკომპანია სეზონი

ივლისი 26, 2024 23:05 საათი

თბილისი

ივლ 26 - პარ
Tbilisi, GE
21°C overcast clouds

სააკაშვილს კონკრეტული დანაშაულები აქვს ჩადენილი, შესაბამისად, იხდის სასჯელს და პარალელურად მიმდინარეობს სხვა საკითხებზე გამოძიება – კახა კალაძე

არ მაქვს ამაზე ინფორმაცია. სააკაშვილს კონკრეტული დანაშაულები აქვს ჩადენილი და იხდის სასჯელს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან სააკაშვილის შეწყალების საკითხზე პრეზიდენტის მიმართ შესაძლო ვაჭრობასთან დაკავშირებით.

„არ მაქვს ამაზე ინფორმაცია. სააკაშვილს რაც შეეხება, მას კონკრეტული დანაშაულები აქვს ჩადენილი. შესაბამისად, იხდის სასჯელს და პარალელურად, როგორც ვიცი, მიმდინარეობს ასევე სხვა კონკრეტულ საკითხებზე გამოძიება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურები იწყება – დღეს უმრავლესობის სხდომაზე მმართველი გუნდი საჭირო 50 ხელმოწერას შეაგროვებს, შემდეგ კი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია პრეზიდენტთან ოპოზიციის პოლიტიკურ ვაჭრობაზე.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები