ტელეკომპანია სეზონი

ივლისი 26, 2024 23:05 საათი

თბილისი

ივლ 26 - პარ
Tbilisi, GE
21°C overcast clouds

სი ძინპინი დიდი ოცეულის სამიტს არ დაესწრება

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი „დიდი ოცეულის“ სამიტს არ დაესწრება. ოფიციალური პეკინის განმარტებით, ჩინეთის დელეგაციას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს.

ამ ფაქტს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გამოეხმაურა.

„იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ მას მაინც შევხვდები“, – განუცხადა ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებს.

სამიტს არც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დაესწრება, რომლის დაკავების ორდერიც ჰააგის სასამართლომ უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამო გასცა.

„დიდი ოცეულის“ სამიტი ინდოეთში, 9-10 სექტემბერს გაიმართება.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები