ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 24, 2024 20:36 საათი

თბილისი

აპრ 24 - ოთხ
Tbilisi, GE
20°C clear sky

საგამოძიებო სამსახურის უფროსმა უწყების თანამშრომლები დააჯილდოვა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა – სოსო რამიშვილმა, მოადგილეებთან ერთად, წლის შედეგები შეაჯამა, თანამშრომლებს 2022 წელს სამსახურებრივი მოვალეობების წარმატებით შესრულებისთვის მადლობის სიგელები გადასცა და ვადამდელი სპეციალური წოდებები მიანიჭა.

ღონისძიებაზე სოსო რამიშვილმა აღნიშნა, რომ  საგამოძიებო სამსახურის თითოეული თანამშრომლის მაღალკვალიფიციური, ერთგული და კეთილსინდისიერი შრომა მნიშვნელოვანია დანაშაულის გამოვლენისა და გამოძიების კუთხით. უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მომავალ წელს საგამოძიებო სამსახური კვლავ ეფექტიანად გააგრძელებს დაკისრებული მოვალეობების შესრულებას.

შეხვედრის დასასრულს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა თანამშრომლებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა, გაწეული მაღალპროფესიული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ 2023 წელს კიდევ უფრო მეტი წარმატება უსურვა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები