ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 21:19 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
15°C clear sky

საფრანგეთმა, რომელიც გმობს რუსეთის დარტყმებს უკრაინის ობიექტებზე, ასევე უნდა დაგმოს უკრაინის დარტყმები – დმიტრი პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, საფრანგეთმა, რომელიც გმობს რუსეთის დარტყმებს უკრაინის ობიექტებზე, ასევე უნდა დაგმოს უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმები.

„ჩვენ მზად ვართ მივიღოთ ასეთი განცხადებები (რუსეთის ფედერაციის ქმედებების დაგმობა) მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი განცხადებებით დაგმობენ უკრაინის საარტილერიო დარტყმებს დონბასში სამოქალაქო ობიექტებზე და საცხოვრებელ შენობებზე, რომლებიც 2014 წლიდან ხდება. საფრანგეთის ხელმძღვანელობისგან მსგავსი არ გვსმენია“, – განაცხადა პესკოვმა.

მანამდე, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინის ობიექტებზე რუსული დაბომბვა დაგმო.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები