ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 25, 2024 15:35 საათი

თბილისი

აპრ 25 - ხუთ
Tbilisi, GE
25°C clear sky

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე საუდის არაბეთის გენერალურ პროკურორს საუდ აბდულლაჰ მ.ალშარიფს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე საუდის არაბეთის სამეფოს გენერალურ პროკურორს საუდ აბდულლაჰ მ.ალშარიფს შეხვდა.

შეხვედრას გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე, გენერალური პროკურორის მოადგილე გიორგი ბადაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი და საუდის არაბეთის პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამართლებრივი ურთიერთობები განიხილეს და  სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე მზაობა გამოხატეს.

საუდის არაბეთის სამეფოს გენერალური პროკურორი საუდ აბდულლაჰ მ.ალშარიფი საქართველოში, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიური კონფერენციის ფარგლებში იმყოფება.

საქართველოს პროკურატურა პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიურ კონფერენციას და გენერალურ შეხვედრას თემაზე – „გლობალური მოვლენები, რომლებმაც შეცვალეს  სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემები“ მასპინძლობს.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები