ტელეკომპანია სეზონი

მაისი 2, 2024 02:01 საათი

თბილისი

მაი 2 - ხუთ
Tbilisi, GE
18°C clear sky

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მეოთხე ტურში შინ ბულგარეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და დიდი უპირატესობის მიუხედავად, მხოლოდ ქულა მოიპოვა 0:0

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მეოთხე ტურში შინ ბულგარეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და დიდი უპირატესობის მიუხედავად, მხოლოდ ქულა მოიპოვა 0:0.

პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრები ბევრს უტევდა – ფლანგებიდან და ცენტრიდან ხშირი იყო საჯარიმოში ბურთის ჩაკიდების მცდელობა, მაგრამ მცველები საიმედოდ თამაშობდნენ, ჩვენს შემტევებს კი ბოლო მომენტში დროული გადაწყვეტილების მიღება უჭირდათ.

0:0 პირველი ტაიმის შემდეგ.

ჩვენმა ნაკრებმა ყველაზე რეალური საგოლე მომენტი 62-ე წუთზე შექმნა, მაგრამ ჯერ მეკარესთან მარტო დარჩენილმა კვარაცხელიამ ზუსტად ვერ დაარტყა, მერე კი ახლოდან შანსით მიქაუტაძემ ვერ ისარგებლა. მატჩის ბოლოს გატანას ზივზივაძე ცდილობდა და მისი შეტევაც უშედეგოდ დასრულდა.

მატჩის მიწურულს საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს მთელი ძალით შეუტია, მომენტები ისევ შექმნა, მაგრამ საბოლოოდ, მეტოქეებმა ქულები გაინაწილეს 0:0. ერთა ლიგის ც4 ჯგუფში 4 ტურის შემდეგ საქართველომ 10 ქულა დააგროვა და ისევ ლიდერია.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები