ტელეკომპანია სეზონი

მაისი 3, 2024 04:46 საათი

თბილისი

მაი 3 - პარ
Tbilisi, GE
14°C broken clouds

სერბეთის მოაქალაქე სინისა სიკმანი მისი და “კანვასის” წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს “სასაცილოს” უწოდებს

სერბეთის მოაქალაქე, სინისა სიკმანი, რომელიც „კანვას საქრთველოს“ საქმიანობასთან დაკავშირებით სუს-ში გამოიკითხა, უწყების ბრალდებებს სასაცილოს უწოდებს.

როგორც „ამერიკის ხმის“ სერბული რედაქციის ჟურნალისტთან ინტერვიუში სირისა სიკმანი აღნიშნავს, მას „სუს-ის ბრალდებების არ ეშინია, რადგან ეს ბრალდებები მცდარია“.

მისივე მტკიცებით, უწყების მიერ გავრცელებული ვიდეო „ცუდად დამონტაჟებული და კონტექსტიდან ამოგლეჯილია“.

სირისა სიკმანი ინტერვიუში ასევე განმარტავს, თუ რა მიზნით იმყოფებოდა საქართველოში და რა შინაარსის ტრენინგებს ატარებდა.

„ტრენინგის მიზანი, რეჟიმის ცვლილება არ ყოფილა, როგორც ხშირად წარმოგვაჩენენ ხოლმე არა მარტო ქართულ მედიაში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენ მთავარი მიზანია არაძალადობრივი ბრძოლის სწავლება კონკრეტული მაგალითების მიხედვით. მე ვნახე, საიდუმლო სამსახურის აგენტებმა რა თქვეს და როგორ ამოგლიჯეს კონტექსტიდან კონკრეტული მაგალითები. რა თქმა უნდა, ზოგიერთი მაგალითი საკმაოდ უხეშია, მაგრამ ეს იყო ჩემი პირადი გამოწვევა მილოშევიჩთან მიმართებაში, ასე რომ მე გამოვიყენე ზოგიერთი მაგალითი ჩემი პირადი გამოცდილებიდან.

თუ მაგალითებზე დაყრდნობით [აპირებენ ჩემთვის ბრალდებების წაყენებას] მაშინ, ვშიშობ, რომ დამაბრალებენ, თითქოს, საქართველოდან ბრიტანელების გაგდება მინდა, იმიტომ, რომ ბოსტონის ჩაის ფართი მოვიყვანეთ მაგალითად. მაგალითი იყო მაჰათმა განდის პრობლემები ინდოეთში. ასევე მეშინია, რომ დამაბრალებენ, თითქოს, ქალებს მოვუწოდებ, რომ შიშვლებმა იარონ, იმიტომ რომ მათი მაგალითებიც მოვიყვანე, ვინც ცხოველების ბეწვის გამო მკვლელობას აპროტესტებენ და შიშვლები ატარებენ ხოლმე პროტესტს. მქონდა მაგალითი მარტინ ლუთერისა, რომელმაც არაძალადობრივი ქმედებები წამოიწყო და ამ ქმედებების შედეგად რომაულ კათოლიკურ ეკლესიას პროტესტანტები გამოეყვნენ. ასე რომ, შეიძლება ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის გაყოფის მცდელობაც დამაბრალონ”, – აცხადებს სირისა სიკმანი.

მისივე თქმით, „პოლიტიკური სისტემის შელახვას ნამდვილად არ ცდილობენ.

„ერთ-ერთი ყველაზე ცუდი, რაც ამ ბრალდებიდან მესმის, არის ის, რომ ჩვენ ვცდილობთ რაიმე სახის ძალადობას საქართველოში. ეს სრულიად სასაცილოა. ნებისმიერი, ვინც იცის, როგორ ვფუნქციონირებდით მილოშევიჩის დროს და როგორ დავამარცხეთ ის არჩევნების გზით, როგორი მუდმივად არაძალადობრივი იყო ჩვენი მიდგომა, ვერაფრით გაიგებს ამ მესიჯს, თითქოს, ჩვენ ვცდილობთ, რომ საქართველოში რაიმე ძალადობრივის ჩადენა გვინდოდა. აბსოლუტურად სასაცილოა “კანვასის” დადანაშაულება იმაში, რომ ჩვენ ვართ ისინი, ვინც რაიმე ტიპის ძალადობრივ ქმედებას ჩავიდენთ. ეს ჩემთვის სრულიად გაუგებარია”, – აცხადებს ინტერვიუში სირისა სიკმანი.

მან სუს-ში გამოკითხვის დეტალებზეც ისაუბრა.

„გვთხოვეს, რომ გამოკითხვაზე მივსულიყავით ეროვნული უშიშროების სამსახურის შენობაში. ვინაიდან არაფერი გვაქვს დასამალი და გამოცდილებაზე დაყრდნობით, ჩვენი შეშინება რთულია, ჩვენ მივედით. მე 6-საათნახევარი დავყავი, ჩემმა კოლეგებმა შედარებით ნაკლები. საბოლოო ჯამში ეს იყო საუბარი. არანაირი მითითება იმასთან დაკავშირებით, უნდა გაგვეკეთებინა თუ არა რამე, არ მოუციათ. ამის შემდეგ დავტოვეთ შენობა, სადილზე წავედით და მოგვიანებით უკვე ფრენა გვქონდა. სასტუმროდან აეროპორტში წავედით და სულ ეს იყო. ესაა მთელი ისტორია. დილას ვნახე, რომ ყველაფერი გადაუღიათ და ამბობენ, რომ იციან, რაც ვთქვით. პრინციპში, შენობაში ყოფნის დროსვე ვიცოდი, რომ ყველაფერს იღებდნენ, მაგრამ ახლა ნამდვილად ვხედავ, რომ გადაუღიათ.

არ მეშინია ამ ბრალდებების, იმიტომ რომ ეს ბრალდებები ნამდვილად მცდარია. შემიძლია იმის დამტკიცება, რომ ყველაფერი, რაც ამოჭრეს და ძალიან ცუდად დაამონტაჟეს, აბსოლუტურად კონტექსტიდან ამოგლეჯილია.

მე ახლა ბელგრადში ვარ და ერთადერთი, რის გამოც ვდარდობ, არის სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში, ესაა ჩემი მთავარი საფიქრალი. როგორც ჩანს, ისინი [საქართველოს მთავრობა] ცდილობენ, სამოქალაქო აქტივისტების დაშინებას და მეფიქრება იმ ადამიანებზე, ვინც იქ აქტიურები არიან, რადგან ბევრი ქვეყანა მინახავს, რომელიც არასწორი გზით მიდის. იმედი მაქვს, საქართველო ამ გზას არ აირჩევს”, – აცხადებს სირისა სიკმანი.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ორგანიზაცია „კანვასის“ მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და “მტკიცებულებების ნაწილს” ასაჯაროებს.

სუს-ის ინფორმაციით, 2023 წლის 25 სექტემბერს საქართველოში USAID-ის პროგრამის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოვიდნენ სერბეთის მოქალაქეები სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი, რომლებიც დაკავშირებული არიან 2003 წელს საქართველოში განვითარებულ რევოლუციურ მოვლენებთან, სხვადასხვა წლებში კი მათ ასევე კავშირი ჰქონდათ სერბეთში, უკრაინასა და სხვა სახელმწიფოებში მიმდინარე ანალოგიურ პროცესებთან.

“ისინი აქტიურად ახორციელებდნენ საპროტესტო მუხტის წარმოქმნის მეთოდიკისა და ძალადობრივი აქციების ჩატარების ტაქტიკის სწავლებას. წარმოადგენენ ორგანიზაცია „კანვასის“ მმართველ რგოლს, აგრეთვე, სინისა სიკმანი და სლობოდან ჯინოვიჩი არიან ორგანიზაცია „ოტპორის“ ყოფილი წევრები, რომელიც სერბეთში წარმოადგენდა ქართული ორგანიზაცია „კმარას“ ანალოგს”, – აცხადებენ სუს-ში.

სუს-ის თანახმად, აღნიშნული პირების საქართველოში ჩამოსვლის გაცხადებული მიზეზი იყო კულტურის სფეროში მოღვაწე ჯგუფებისთვის ტრენინგების ჩატარება ,,სტრატეგიული არაძალადობრივი ბრძოლის“ საკითხებში, მაგრამ გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მათი ჩამოსვლის მიზანი მხოლოდ ეს არ იყო. კერძოდ, ვიზიტის რეალური დანიშნულება იყო იმ ახალგაზრდებსა და გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაციის დამყარება და ტრენინგების ჩატარება, რომლებიც საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილი დესტრუქციული მოქმედებების და კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ბირთვი უნდა გახდნენ.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები