ტელეკომპანია სეზონი

მაისი 10, 2024 05:10 საათი

თბილისი

მაი 10 - პარ
Tbilisi, GE
15°C broken clouds

POLITICO: ევროკომისია უნგრეთისთვის დაახლოებით 13 მილიარდი ევროს განბლოკვას განიხილავს, რათა თავიდან აიცილოს უნგრეთის ვეტო უკრაინის დახმარებაზე

ევროკომისია უნგრეთისთვის დაახლოებით 13 მილიარდი ევროს განბლოკვას განიხილავს, რათა თავიდან აიცილოს ვეტო უკრაინის დახმარებაზე. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა POLITICO ავრცელებს.

ევროკომისიას სჭირდება ევროკავშირის 27 ქვეყნის ერთსულოვანი მხარდაჭერა ევროკავშირის გრძელვადიანი ბიუჯეტის განახლებისთვის, რომელიც მოიცავს 50 მილიარდ ევროს უკრაინის დაფინანსებისთვის.

უკრაინისათვის ევროკავშირის ამჟამინდელი დახმარება დეკემბერში იწურება და შეთანხმება უფრო აქტუალურია იმის ფონზე, რომ აშშ-მა დროებით შეაჩერა უკრაინის დაფინანსება.

ორბანმა უკვე განაცხადა, რომ უნგრეთი მხარს არ დაუჭერს უკრაინის შემდგომ დაფინანსებას, ვიდრე უკრაინაში ეთნიკური უნგრელების ენობრივი უფლებები არ აღდგება.

ევროკომისია იმედოვნებს, რომ უნგრეთისთვის ევროკავშირის სახსრების დიდი ნაწილის განბლოკვა, რომელიც გაყინული იყო გასული წლის ბოლოდან ქვეყნის დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისობასთან დაკავშირებით, დაარწმუნებს ორბანს, არ დაადოს ვეტო

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები