თურქეთში მომხდარი ტერორისტული აქტის შემდეგ, თურქეთის პოლიციამ სპეცოპერაციის დროს 1 000-მდე ადამიანი დააკავა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი იერლიკაიამ აღნიშნა, რომ პოლიციამ ჩაატარა რეიდები თურქეთის 16 პროვინციაში და და სამიზნე „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ სტრუქტურების განადგურება იყო.
მედიის ცნობით, პასუხისმგებლობა განხორციელებულ ტერაქტზე ქურთისტანის მუშათა პარტიამ აიღო.
პოლიციამ დააკავა „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ წევრი 12 ქურთი.
იერლიკაიას თქმით, ასევე დააპატიმრეს 55 პირი, რომლებით თურქეთის პოლიციის მტკიცებით, „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ დაზვერვის სტრუქტურის ნაწილი იყვნენ.
ცნობისთვის, 1-ელ ოქტომბერს, ანკარას ცენტრში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა. აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო.