ტელეკომპანია სეზონი

მაისი 16, 2024 22:39 საათი

თბილისი

მაი 16 - ხუთ
Tbilisi, GE
13°C broken clouds

ევროკომისია უნგრეთისთვის გამოყოფილი 13 მილიარდი ევროს გაყინვისთვის ემზადება – Financial Times

ევროკომისია ნოემბრის ბოლომდე აპირებს უნგრეთისთვის გამოყოფილი 13 მილიარდი ევრო გაყინოს. ევროკავშირის ხელისუფლება ელის, რომ ამის შემდეგ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მხარს დაუჭერს კომისიის წინადადებას ევროკავშირის ბიუჯეტის გაზრდისა და უკრაინისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ, – ამის შესახებ უკრაინული მედია The Financial Times-ზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც მედია წერს, 2022 წლის დეკემბერში ევროკავშირმა გაყინა უნგრეთისთვის გამოყოფილი 22 მილიარდი ევრო  და გადაწყვიტა, რომ ქვეყანა არ იცავდა ადამიანის უფლებათა დაცვის წესებს და კანონის უზენაესობას. მაისში ბუდაპეშტმა გაატარა სასამართლო რეფორმები ბრიუსელის მოთხოვნების საპასუხოდ, რამაც საშუალება მისცა კომისიას განებლოკა 13 მილიარდი ევრო. ევროპარლამენტი არაერთხელ მოითხოვდა მკაცრი ხაზის გატარებას ვიქტორ ორბანის მთავრობის მიმართ.

მანამდე ევროკომისიამ გაზრდილი ხარჯების დასაფარად ევროკავშირს მთლიანი ბიუჯეტის 66 მილიარდი ევროთი გაზრდა შესთავაზა. ამ თანხების ნაწილი (დაახლოებით 50 მილიარდი) უნდა მოხმარდეს უკრაინის ფინანსურ მხარდაჭერას, რათა დაეხმაროს ქვეყანას დაფაროს ხარჯები მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.

მანამდე უნგრეთში განაცხადეს, რომ უკრაინა ევროკავშირის ბიუჯეტიდან ვერაფერს მიიღებს, სანამ ევროპული ფონდებიდან თანხები ბუდაპეშტს არ გადაუხდიან.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები