ტელეკომპანია სეზონი

მაისი 3, 2024 05:01 საათი

თბილისი

მაი 3 - პარ
Tbilisi, GE
14°C broken clouds

ტერორისტული თავდასხმის შემდეგ თურქეთმა 1 000-მდე ადამიანი დააკავა

თურქეთში მომხდარი ტერორისტული აქტის შემდეგ, თურქეთის პოლიციამ  სპეცოპერაციის დროს 1 000-მდე ადამიანი დააკავა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი იერლიკაიამ აღნიშნა, რომ პოლიციამ ჩაატარა რეიდები თურქეთის 16 პროვინციაში და და სამიზნე „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ სტრუქტურების განადგურება იყო.

მედიის ცნობით, პასუხისმგებლობა განხორციელებულ ტერაქტზე ქურთისტანის მუშათა პარტიამ აიღო.

პოლიციამ დააკავა „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ წევრი 12 ქურთი.

იერლიკაიას თქმით, ასევე დააპატიმრეს 55 პირი, რომლებით თურქეთის პოლიციის მტკიცებით, „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ დაზვერვის სტრუქტურის ნაწილი იყვნენ.

ცნობისთვის, 1-ელ ოქტომბერს, ანკარას ცენტრში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა. აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები