„ტრანსგენდერი ამერიკელები ჩვენი ერის სულისკვეთებას აყალიბებენ“. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ტრანსგენდერთა ხილვადობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განაცხადა.
„ტრანსგენდერი ამერიკელები აყალიბებენ ჩვენი ერის სულისკვეთებას. ისინი მსახურობენ შეიარაღებულ ძალებში, მკურნალობენ დაავადებებს, იკავებენ გარკვეულ თანამდებობებს, აქვთ წარმატებული ბიზნესი, იბრძვიან სამართლიანობისთვის, ჰყავთ შესანიშნავი ოჯახები და ა.შ.“ – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
„დღეს, ძალიან ბევრ ტრანსგენდერ ამერიკელს ჯერ კიდევ უარს ეუბნებიან მათ უფლებებსა და თავისუფლებებში. სხვადასხვა შტატში არსებული დისკრიმინაციული კანონმდებლობა მიმართულია ტრანსგენდერი ახალგაზრდების წინააღმდეგ, ქმნის შიშის განცდას და ტრავმას აყენებს ბავშვთა ფსიქიკას, რომლებიც, თავის მხრივ, არავის ერჩიან“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ტრანსგენდერული ხილვადობის საერთაშორისო დღე ყოველი წლის 31 მარტს აღინიშნება. მისი მზიანია ამ ადამიანების და მათ წინააღმდეგ არსებული დისკრიმინაციული წესების შესახებ მეტი ინფორმაციის გავრცელება.