ევროპული პოლიტიკური გაერთიანების რიგით მესამე სამიტის გახსნამდე ჟოზეფ ბორელმა საქართველოს შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საქართველოში ვიზიტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ევროკომისიის დასკვნასთან დაკავშირებით ოპტიმისტური მოლოდინი აქვს.
„უნდა დაველოდოთ ევროკომისიის დასკვნას. წინასწარ პროგნოზს ვერ გავაკეთებ იმაზე თუ რა ეწერება კომისიის დასკვნაში, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ცოტა ხნის წინ ვიმყოფებოდი საქართველოში და ვფიქრობ, რომ ეს კარგი იყო ძლიერი ბიძგისთვის ევროინტეგრაციის პროცესში. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, მაგრამ წინასწარ დასკვნაზე საუბარი არ შემიძლია“, – განაცხადა ბორელმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) რიგით მესამე სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ესპანეთის ქალაქ გრანადაში დღეს იხსნება.
ირაკლი ღარიბაშვილი სამიტზე მრგვალი მაგიდის ფორმატში დაგეგმილ თემატურ დისკუსიებში ჩაერთვება. ასევე, მთავრობის მეთაური სამიტის ფარგლებში გამართავს მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს. პრემიერი გრანადაში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.