ტელეკომპანია სეზონი

მაისი 2, 2024 07:50 საათი

თბილისი

მაი 2 - ხუთ
Tbilisi, GE
16°C clear sky

უეფა რუსეთის 17-წლამდელთა ნაკრებებს საერთაშორისო ტურნირებზე აღარ დაუშვებს

ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირმა (UEFA) შეცვალა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, 17-წლამდელთა ნაკრებების საერთაშორისო ტურნირებზე უშვებდა.

უეფას განმარტებით, აღნიშნული პუნქტი დღის წესრიგიდან ამოიღეს, რადგან „ვერ იპოვეს ტექნიკური გადაწყვეტა“, რომელიც გუნდებს ტურნირებზე დაბრუნების საშუალებას მისცემდა.

„გეგმა დღის წესრიგიდან ამოღებულია, რადგან ვერ მოიძებნა ტექნიკური გადაწყვეტა, რომელიც რუსულ გუნდებს თამაშის საშუალებას მისცემდა“, – ნათქვამია განცხადებაში. 

ცნობისთვის, უეფას თავდაპირველ გადაწყვეტილებას რუსეთის 17-წლამდელთა ნაკრებების ტურნირებზე დაშვებასთან დაკავშირებით, არაერთი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციების უკმაყოფილება მოჰყვა. უკრაინის ფეხბურთის ასოციაციამ გადაწყვეტილება დაგმო და განაცხადა, რომ იმ შეჯიბრებებში არ იასპარეზებდნენ, სადაც რუსული გუნდები მიიღებდნენ მონაწილეობას.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები