ტელეკომპანია სეზონი

მაისი 16, 2024 21:31 საათი

თბილისი

მაი 16 - ხუთ
Tbilisi, GE
13°C scattered clouds

მოკლულია „ჰამასის“ ორი მაღალჩინოსანი – ისრაელის თავდაცვის ძალები

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, გუშინ ღამით ღაზას სექტორზე დრონებით შეტევის შედეგად ლიკვიდირებულია „ჰამასის“ წევრი ჯავად აბუ შამალა, რომელიც დაჯგუფების ფინანსებს განაგებდა.

„ის სახსრებს ანაწილებდა ღაზას სექტორსა და მის ფარგლებს გარეთ ტერორის დასაფინანსებლად“, – ნათქვამია ინფორმაციაში. 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მასთან ერთად მოკლულია „ჰამასის“ შიდა ურთიერთობების ხელმძღვანელი ზაქარია აბუ მოამარი, რომელიც მათივე თქმით, „ჰამასის“ მეთაურის, იაჰია სინვარის ნდობით აღჭურვილი პირი იყო და ორგანიზაციაში გადაწყვეტილების მიღების პროცესსა და ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ მრავალი ტერორისტული აქტივობის დაგეგმვაში მონაწილეობდა.

„ის იყო გადაწყვეტილების მიმღები და კოორდინირებას ახდენდა ღაზას სექტორში ტერორისტულ დაჯგუფებებს შორის“, – ამბობენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები