ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 21, 2024 18:44 საათი

თბილისი

Nov 21 - Thu
Tbilisi, GE
12°C clear sky

უკრაინის ჯარები ვერ უმკლავდებიან ხარკოვის სამხრეთიდან ხერსონამდე 1 000 კილომეტრიანი ფრონტის დაცვას – NYT

კვირას რუსულმა ჯარებმა განაგრძეს წინსვლა ხარკოვის რეგიონში, აიღეს რამდენიმე მცირე დასახლება საზღვრის გასწვრივ, რამაც  აიძულა უკრაინის ჯარები უკან დაეხიათ ზოგიერთი პოზიციიდან.

The New York Times-ის ცნობით, უკრაინის ჯარები, რომლებიც რუსულ არმიას რიცხოვნობითა და იარაღით ჩამორჩებიან, უკვე ვერ უმკლავდებიან ხარკოვის სამხრეთიდან ხერსონამდე 1 000 კილომეტრიანი ფრონტის დაცვას.

სამხედრო ექსპერტების აზრით, ხარკოვის ჩრდილოეთით ახალი ფრონტის გახსნით, რუსული არმია ცდილობს  ხელი შეუწყოს გარკვეულ რაიონებში გარღვევას.

„რუსებმა, ისევე როგორც ბევრმა ანალიტიკოსმა, გააცნობიერეს, რომ მთავარი ნაკლი, რომელსაც ახლა უკრაინა განიცდის, არის ცოცხალი ძალა. ფრონტის ხაზის გაჭიმვით გარღვევის შანსებს ზრდით, – ამბობს ფრანც-შტეფან გადი, სამხედრო ანალიტიკოსი ვენაში.

როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, რუსეთის ახალი შეტევის უშუალო მიზანი იყო უკრაინის არმიის იძულება გაეყვანა ჯარები, რომლებიც  საჭიროა ხარკოვის სამხრეთით, განსაკუთრებით ქალაქ ჩასივ-იარში. რუსული ჯარები რამდენიმე კვირაა ამ ქალაქს უტევენ. და თუ ის დაიპყრო, რამდენიმე ქალაქი, რომლებიც გადამწყვეტია აღმოსავლეთ ფრონტზე უკრაინის ჯარების ლოგისტიკისთვის, აღმოჩნდებიან მოსკოვის ცეცხლის ქვეშ.

სამხედრო ანალიტიკოსები, ასევე, მიიჩნევენ, რომ რუსები ცდილობენ შექმნან ბუფერული ზონა საზღვრის გასწვრივ, რათა გაურთულონ უკრაინულ ჯარებს რუსეთის ტერიტორიის დაბომბვა.

ანალიტიკოსების თქმით, მათ შეუძლიათ სცადონ ხარკოვთან საკმარისად მიახლოება, რომ დაბომბონ იგი და პანიკა დათესონ, როგორც ეს გააკეთეს 2022 წლის ომის პირველ დღეებში.

ნიკოლაი ბელესკოვი, უკრაინის სახელმწიფო სტრატეგიული კვლევების ეროვნული ინსტიტუტის სამხედრო ანალიტიკოსი, აცხადებს, რომ ბუფერული ზონა 10-დან 15 კილომეტრის სიღრმეზე უკრაინის ტერიტორიაზე რა თქმა უნდა შეუქმნის ხარკოვს პრობლემებს.

ამავდროულად, ბელესკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთს ჯერ არ გაუგზავნია საკმარისი რაოდენობის ჯარები ხარკოვში შეტევისთვის.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები